მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple კვარტალურ ფინანსურ ანგარიშებს გამოაქვეყნებს

5e3036e8ec40f
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.20 20:00
713
როგორც Apple იტყობინება, კომპანია 30 იანვარს კვარტალურ ფინანსურ ანგარიშებს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები დიდი ინტერესით ელიან ფინანსური მაჩვენებლების გასაჯაროებას, რადგან აღნიშნული კვარტალი მოიცავს საშობაო გაყიდვების პერიოდსაც. ამის შესახებ CNBC წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ანალიტიკოსები 4.55 აშშ დოლარით ზრდას ელიან კომპანიის თითო აქციაზე. მათი ვარაუდით, Apple-ის შემოსავლები 88.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება ნაცვლად 84.3 მილიარდი აშშ დოლარისა, რომელიც გასულ წლის შესაბამის პერიოდში დაფიქსირდა.

ანალიტიკოსების შედარებით ნეგატიური მოლოდინები უკავშირდება ჩინეთის ბაზარს და ახლახანს გავრცელებულ კორონავირუსს.

”Apple კორონავირუსით გამოწვეული გახანგრძლივებული დასვენების პერიოდის გამო, სავარაუდოდ, კარგავს გაყიდვების მნიშვნელოვან წილს ჩინეთის ბაზარზე", -  აღნიშნავენ J.P. Morgan-ის ანალიტიკოსები.