მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა არეულობის დროს მაღაზიიდან მოპარული სმარტფონები დაბლოკა

5ed900c749be4
ნათია თაქთაქიშვილი
04.06.20 18:28
1559
Apple-მა ფილადელფიაში არეულობის დროს მოპარული სმარტფონები დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, მოწყობილობები გამორთულია და ექვემდებარება თვალთვალს, მოპარულ სმარტფონებზე კი იკითხება შესაბამისი გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც მაღაზიაში ნივთის დაბრუნების მოწოდებას შეიცავს.

ამერიკული მედია იტყობინება, რომ მასობრივი არეულობის დროს ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში ძარცვის ფაქტები დაფიქსირდა.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა