მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა ახალი თაობის Mac-ის ნოუთბუქები წარადგინა

5fabe63d1f005
ნათია თაქთაქიშვილი
11.11.20 17:41
885
მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა ახალი თაობის ნოუთბუქები MacBook Air, MacBookPro და სტაციონალური კომპიუტერი Mac Mini წარმოადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

"Mac-ის ახალი ნოუთბუქები წარმოადგენს ისტორიულ ცვლილებას, რომელსაც მომხმარებელი უკვე დიდი ხანია ელის. Apple- ის ახალი თაობის MacBook Air, MacBookPro და Mac Mini აღჭურვილია M1-ის პროცესორით. M1-ის პროცესორი მთლიანად ცვლის Mac-ის ნოუთბუქების წარმადობას, ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობას და პროგრამულ წვდომას“, - განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა.

ახალი MacBook Air-ის ეკრანის დიაგონალი 13.3 დიუმია. მისი ოპერაციული სისტემის მოცულობა 16 გიგაბაიტია. MacBook Air-ს არ ექნება ქულერი და ის აბსოლუტურად უხმოა. ნოუთბუქის ელემენტი საშუალებას იძლევა მოწყობილობამ ინტერნეტში 15 საათი იმუშაოს უსადენოდ, ხოლო ვიდეოს ყურების რეჟიმში - 18 საათი. MacBook Air-ის საწყისი ფასი 999 დოლარია.

MacBookPro-ს MacBook Air-ის მსგავსი ზომის ეკრანი და ოპერატიული მეხსიერება აქვს. მის ელემენტს შეუძლია 17 საათი - ინტერნეტში და 20 საათი ვიდეო ყურების რეჟიმში იმუშაოს. MacBookPro-ს საწყისი ფასი 1,299 აშშ დოლარია.

რაც შეეხება Mac Mini-ის, M1 სისტემის პროცესორი უფრო მაღალ სისწრაფეს უზრუნველყოფს და ხუთჯერ უფრო სწრაფად მუშაობს Windows-ზე მომუშავე სხვა კომპიუტერებთან შედარებით. Mac Mini-ის მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ია, მაქსიმალური SSD-მხარდაჭერა - 2 ტერაბაიტი. ამ მოწყობილობის ფასი 699 დოლარიდან იწყება, რაც წინაზე 100 დოლარით იაფია.