14.მარტი .2020 00:10

Apple-მა ჩინეთში ყველა მაღაზია გახსნა

views 702
უკან

ამერიკულმა ტექნიკურმა გიგანტმა Apple-მა ჩინეთში ყველა მაღაზია გახსნა. ქვეყანაში კომპანია 42 ბრენდირებული მაღაზიით არის წარმოდგენილი, რომლებიც თვეზე მეტია რაც დახურულია. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაღაზიები მუშაობას დილის 10-11 საათიდან განაახლებენ.

კომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსმა მათ პროდუქტებზე მოთხოვნა თითქმის გაანახევრა და ამ თვენახევრის განმავლობაში, Apple-მა ნახევარ მილიონზე ნაკლები სმარტფონი გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ მაღაზიების დახურვა ჩინეთის მთავრობის გეგმის ნაწილი იყო, იმ რიგ აკრძალვებთან ერთად, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენ იყო მიმართული.