07.დეკემბერი .2022 15:56

Apple-მა ელექტრომობილის გამოშვების გეგმა 2026 წლამდე გადადო

Apple-მა ელექტრომობილის გამოშვების გეგმა 2026 წლამდე გადადო
views 545
უკან

კომპანია Apple-მა ავტოპილოტით აღჭურვილი ელექტრომობილის გამოშვების ამბიციური გეგმა 2026 წლამდე გადადო.

როგორც ირკვევა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი აღარ აპირებს სრულად ავტონომიური, თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვებას, რომელსაც საჭის მექანიზმიც კი არ ექნება.

გეგმის გადახედვა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ავტოპილოტის სისტემა თავდაპირველად პროგნოზირებული ტემპით ვერ განვითარდა და ამჟამად თვითმართვადი სისტემის გამოყენება მხოლოდ სპეციფიკურ გარემო-პირობებშია შესაძლებელი, მაგალითად, ავტობანზე.

Apple-ის ახალი გეგმის თანახმად, 2026 წლისთვის გამოშვებულ ელექტრომობილს ჩვეულებრივი საჭე ექნება და ავტოპილოტი მხოლოდ მძღოლის ასისტის ფუნქციას შეასრულებს. როგორც მოსალოდნელი იყო, Apple-ის პირველი მანქანა პრემიუმ კლასზე იქნება გათვლილი და მისი საწყისი ფასი დაახლოებით $100,000 ფარგლებში განისაზღვრება, მსგავსად Mercedes-ის, BMW-სა და Tesla-სა ფლაგმანებისა.

ელექტრომობილის ტექნიკური მახასიათებლები შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ Apple ყოველწლიურად სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავს აღნიშნული პროექტის განვითარებაზე.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.