მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა სამედიცინო პერსონალისთვის ე.წ. "სახის ფარების" წარმოება დაიწყო

5e8b2488735fe
ნათია თაქთაქიშვილი
06.04.20 17:42
1150
COVID-19-ის ფრონტის წინა ხაზზე მედიკოსები არიან, ამიტომ კორონვირუსის პანდემიასთან ბრძოლისას, მსოფლიო ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს სწორედ სამედიცინო პერსონალის დაცვასთან დაკავშირებით აწყდება.  ამის მიზეზი კი, არასაკამარისი სამედიცინო ინვენტარია. ამის შესახებ ინფორმაციას gadgetsnow.com-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსოფლიოში ცნობილი ელექტრო ტექნიკის და სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Apple-მა  სამედიცინო პერსონალისთვის ფარის მსგავსი სახის ნიღბების წარმოება დაიწყო.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა. „კომპანია იწყებს ფარისებრი სახის ნიღბების წარმოებას სამედიცინო პერსონალისთვის , რომლის წარმოებაშიც აქტიურად ჩაერთვნენ კომპანიის დიზაინერები, ინჟინრები და დამფასოებელთა გუნდი“, - ამბობდა ტიმ კუკი.

ის იმედს გამოთქვამს, რომ Apple ნიღბების წარმოების რაოდენობას გაზრდის და მის ნაკლებობას აღმოფხვრის არა მხოლოდ - აშშ-ში, არამედ - მის ფარგლებს გარეთაც.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთ შეკვრაში 100-მდე სახის ნიღაბია, ყველა მათგანი რეგულირებადია და მათი აწყობა 2 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. Apple-ი ამ ეტაპზე ნიღბებს აშშ-სა და ჩინეთში აწარმოებს.  

კუკი აცხადებს, რომ Apple  მიმდინარე კვირის ბოლოდან უკვე შეძლებს 1 მილიონი ნიღბის გატანას ამერიკის ფარგლებს გარეთ. ნიღბების მიწოდება მოხდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ამის ყველაზე მეტი საჭიროებაა. კომპანია გეგმავს, სამომავლოდ, მინიმუმ 20 მილიონი ნიღაბი აწარმოოს.