23.ივნისი .2020 14:20

Apple-მა საოპერაციო პროგრამა iOS 14 წარადგინა

views 412
უკან

კომპანია Apple-მა 2020 წელს საოპერაციო პროგრამა iOS 14-ის შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ახალი ოპერაციული სისტემა ხელმისაწვდომი შემოდგომიდან გახდება.  iOS 14-ს ექნება განახლებული ვიჯეტები, ასევე, დაემატებაTranslate app, რომელსაც „საუბრისას თარჯიმნის ფუნქცია ექნება“.

გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა App-ის ბიბლიოთეკის ფუნქცია, რომელშიც აპლიკაციების დალაგება შეკუმშული ვერსიით თემატურად იქნება შესაძლებელი.

iOS 14-ში, ასევე, შემოგვთავაზებს განახლებულ Maps app-ს, რომელიც, სავარაუდოდ, წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო დახვეწილი იქნება და შეძლებს მეტი კონკურენცია გაუწიოს Google Maps-ს.

iOS 14-ში, ასევე, გაჩნდება მხარდაჭერა "სურათი სურათზე" რეჟიმზე, რომლის დროსაც მომხმარებელს შეეძლება ნახოს ვიდეო და ერთდროულად გამოიყენოს სხვა პროგრამებიც.