მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვებით პირველ ადგილზეა

61f2b1678d8bd
თათია კაკიაშვილი
28.01.22 00:44
1422
Apple მსოფლიოში, მათ შორის ჩინეთის ბაზარზეც, სმარტფონების ყველაზე გაყიდვადი ბრენდია. ამის შესახებ ორ სხვადასხვა ანგარიშში წერია, რომლებიც წინასწარ, გიგანტი კომპანიის 2021 წლის ბოლო კვარტალის მონაცემების გამოქვეყნებამდე გავრცელდა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, Counterpoint Research-ის მოხსენებაში, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ Apple-მა ყველაზე მაღალ საბაზრო წილს ჩინეთში დეკემბრამდე პერიოდში მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. ეს კი იმ ფონზე, როცა Counterpoint-ის თანახმად, ჩინეთში სმარტფონების მთლიანი გაყიდვები წლიურად 9%-ით დაეცა.

მკვლევარების ცნობით, გაყიდვების ამ მაჩვენებლებით Apple-მასმარტფონების  ჩინურ მწარმოებელს - Vivo-ს გაუსწრო, რომელიც მსოფლიო გიგანტს მხოლოდ 6%-ით ჩამოუვარდება. შესაბამისად, ჩინეთში ეს "უპრეცედენტო" შემთხვევა Apple-ს გლობალური ბაზრის ლიდერის პოზიციის აღდგენაში დაეხმარა.