მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple, Nokia, Harley Davidson, Netflix … - მსოფლიო ბრენდები რუსეთის ბაზრიდან გადიან

621f0f11c2af3
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.22 10:43
1140
Apple, Nokia, Harley Davidson, Netflix - ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთ-უკრაინაში არსებული ომის გამო, რუსეთის ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტეს. ექსპორტის შეზღუდვა, ონლაინ გაყიდვების შეჩერება - ასეთია მსოფლიო ბრენდების გადაწყვეტილება.

Apple კიდევ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ ქვეყანაში გაყიდვების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აიფონებისა და მაკბუქების მწარმოებლები აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მხარს უჭერენ მათ, ვინც „ძალადობის მსხვერპლია“.

კომპანიის მომსახურება - Apple Pay, Apple Maps-ი კი რუსეთის ტერიტორიაზე შეიზღუდება.

ფინური კომპანია Nokia იტყობინება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთის მიერ ამოქმედებულ სანქციებს უერთდება და რუსეთში პროდუქციის მიწოდებას წყვეტს.

სპორტული ფეხსაცმლისა და სამოსის მწარმოებელმა ამერიკულმა ბრენდმა Nike-მაც რუსეთში გაყიდვები შეაჩერა. Nike-ის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მათი პროდუქციის ონლაინგაყიდვების შესრულება შეუძლებელია, რამდენადაც კომპანია რუსეთში მათ მიტანას ვერ უზრუნველყოფს.

მოტოციკლების ბრენდ Harley-Davidson-ში ასევე ამბობენ, რომ რუსეთში მოტოციკლების მიწოდებას წყვეტენ.

მიმდინარე კვირის ორშაბათს ფილმებისა და სერიალების ერთ-ერთმა მსხვილ პლატფორ Netflix-ში განაცხადეს, რომ კომპანიას რუსეთის სახელმწიფო არხების თავის სტრიმში ფილმების დამატების გეგმები არ აქვთ. 

მნიშვნელოვანია, რომ დღეს - 2 მარტს რუსეთ-უკრანის ომის მეშვიდე დღეა და იმ საერთაშორისო კომპანიების რიცხვი, რომლებიც რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავენ, ყოველდღიურად იზრდება.