მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple წარმოების ჩინეთიდან ინდოეთსა და ვიეტნამში გადატანას გეგმავს

638dec8ef22ea
გიორგი თოლორდავა
05.12.22 20:35
874
გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გამო, Apple-ი iPhone-ის საწარმოო პროცესის ჩინეთიდან ინდოეთსა და ვიეტნამში გადატანას გეგმავს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს წარმოების დივერსიფიკაციის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ჩინეთსა და ტაივანზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მიერ დივერსიფიკაციის სტრატეგიის დაჩქარება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ FOXCONN-ის ქარხანა, რომელიც 300,000 თანამშრომელს ასაქმებს, ლოკდაუნების და გაფიცვების ქარ-ცეცხლშია, iPhone-ის წარმოების პროცესი კი შეფერხებულია, რის გამოც კომპანია წლის განმავლობაში 6 მილიონი ერთეულით ნაკლები სმარტფონის წარმოებას შეძლებს.

ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ჩინეთის კომუნისტური მთავრობის არატრადიციული, ნულოვანი კოვიდპოლიტიკა, რომლის წინასწარ განსაზღვრა კომპანიისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, მოულოდნელი შეზღუდვები კი გლობალურ მიწოდების ჯაჭვზე უაღრესად ნეგატიურ გავლენას ახდენს.

მართალია, FOXCONN-ის ქარხანა ამჟამად iPhone-ების 85%-ს აწარმოებს, თუმცა Apple გეგმავს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირდეს და დატვირთვა ინდოეთსა და ვიეტნამზე გადანაწილდეს, სადაც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება შედარებით სტაბილურია, ბიზნესგარემო კი საკმაოდ ხელსაყრელი.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.