მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აპრილი“ და „მეობა“ ორჯერადად აცრილ სტუმრებს სასმელზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ

61014da545fa5
ინგა მურუსიძე
28.07.21 16:44
1823
ბარი და კაფე „აპრილი“ და ბარი „მეობა“ ორჯერადად ვაქცინირებულ სტუმრებს სასმელზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.

როგორც bm.ge-ს „მეობაში“ უთხრეს, დააკვირდებიან როგორი გამოხმაურება ექნება აქციას და აქტიურობის შემთხვევაში გააგრძელებენ, თუმცა ინტენსივობა ჯერ არ იციან.

„თან იქონიეთ პირადობა და QR კოდი, რომელიც აცრისას მოგენიჭათ, დანარჩენი ჩვენ ვიცით.  გვსურს მადლიერება გამოვხატოთ თქვენ მიმართ, ვინც უფრთხილდებით საკუთარ და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და მცირე მაგრამ გულიანი წვლილი შევიტანოთ ამ საერო საქმეში, რასაც საყოველთაო ვაქცინაცია და პანდემიის დამარცხება ჰქვია“, - ნათქვამია „აპრილისა“ და „მეობას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.