ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, აპრილიდან ევროკავშირი COVID-ვაქცინის გაორმაგებულ დოზას ელოდება, რაც ევროკავშირის ბლოკს გარეთ მყოფ ქვეყნებს ვაქცინაციის დაჩქარებაში დაეხმარება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. კერძოდ, თუ იანვარში ვაქცინის მხოლოდ 20 მილიონი დოზის მიწოდება მოხერხდა, თებერვალში ეს მაჩვენებელი 30 მილიონ დოზამდე გაიზარდა, ხოლო მარტში ქვეყნებისთვის, დაახლოებით, 50 მილიონი დოზაა მიწოდებული.
„ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინის გაზრდილი დოზების მიღება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინის გაზრდილი წარმოების გამო, შესაძლოა, მწარმოებლები გარკვეული რისკების წინაშე აღმოჩნდნენ. ამიტომ ვაქცინის გაზრდილი დოზების მიწოდების საკითხს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის რთულად წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები თუ პატარა ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდება არ გაიზრდება, რადგან პანდემიის პრობლემა გადაუჭრელი დარჩება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი