მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდა - ესკო

5ec4b84cd57d9
დავით ჯალაღონია
20.05.20 10:32
1122
აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 55.2%-ით შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჯამში, 36.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 80.8 მლნ კვტ.სთ.

ექსპორტის მაჩვენებელი აპრილში 6.4 მლნ კვტ.სთ-ია, გასული წლის ამავე პერიოდში კი, 0.038 მლნ კვტ.სთ იყო.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვის ფონზე, 2020 წლის აპრილში საქართველოში მოხმარება 2019 წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა.