მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში FAO-ს ფასების ინდექსი ხუთ ძირითად პროდუქტზე გაიზარდა - მიზეზები

6094e65febcc8
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 22:30
768
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, აპრილში გაიზარდა და 120.9 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 1.7%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს - 30.8%-ით აღემატება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში პროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზებს განმარტავენ. მათი ინფორმაციით, აპრილში, შაქრის ფასების ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემი, 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს თითქმის 60%-ით აღემატება. მატების ძირითად მიზეზად, ბრაზილიაში მოსავლის აღების პროცესში წარმოქნილი შეფერხებები და საფრანგეთში ყინვით დაზიანებული მოსავალი განიხილება.

წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 1.8%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შორის - სოიოს, მზესუმზირის და პალმის ზეთს.

1.7%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად აზიაში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული. ზრდა არ შეხებია ფრინველის ხორცის ფასებს.

1.2%-იანი ზრდა აჩვენა, რძემ და რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა. განსაკუთრებული მოთხოვნის ფონზე, გაზრდილია: ყველის, კარაქისა და რძის ფხვნილის ფასების ინდექსი.

მოიმატა მარცვლეულის ფასების ინდექსმაც, რომელმაც მარტის თქვეში 1.8%-იანი კლების ტენდენცია აჩვენა. მარტისგან განსხვავებით აპრილში, მარცვლეულის ფასები 1.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები, გასული წლის იმავე პერიოდს ნიშნულს, თითქმის 26-ით აღემატება. ზრდა ძირითადად სიმინდის ფქვილს შეეხო, რომლის ფასებიც 5.7%-ითაა გაზრდილი. ეს მონაცემი წინა წლის მაჩვენებელს - 66.7%-ით აღემატება.