მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ფულადი გზავნილები 42%-ით შემცირდა

5ebe409a67407
შოთა ტყეშელაშვილი
15.05.20 11:14
1071
2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემცირება ყველაზე მკვეთრი იყო რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც აპრილში 13.2  მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 62%-ით ნაკლებია. იტალიიდან კი გზავნილების მოცულობა 28%-ით შემცირდა.

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

1 რუსეთის ფედერაცია - 13,12 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 62% ;
2 იტალია - 13,36 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 28% ;
3 საბერძნეთი - 10,15 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 38% ;
4 ისრაელი - 6,87 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 48% ;
5 აშშ - 9,74 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 34% ;
6 თურქეთი - 5,33 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 31% ;
7 გერმანია - 3,73 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 1% ;
8 უკრაინა - 2 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 32% ;
9 ესპანეთი - 1,59 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 60% ;
10 პოლონეთი - 1,47 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 42% ;
11 აზერბაიჯანი - 2,44 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 39% ;
12 საფრანგეთი - 1  მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 51% ;
13 კანადა - 0,77 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 32% ;
14 სომხეთი - 0,6 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 29% ; 
15 გაერთიანებული სამეფო - 0,58 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 59% ;
16 ირლანდია - 0,5 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 31% ; 
17 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0,47 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 32% ;
18 ყაზახეთი - 0,47 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 66% ;
19 ერაყი - 0,46 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 46%;
20 კვიპროსი - 0,25 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 79%.

2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (31.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით ნაკლებია.