13.მაისი .2020 11:30

აპრილში იმპორტი 38.5%-ით შემცირდა

views 535
უკან

2020 წლის აპრილში საქართველოს იმპორტი 38.5%-ით შემცირდა, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში იმპორტის მოცულობის ყველაზე მკვეთრ ვარდნას წარმოადგენს. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ფონზე, გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან ჯამურად $458 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $286.8 მილიონი დოლარით ნაკლებია.

წინა წელთან შედარებით, 27.9%-ით შემცირდა ექსპორტიც და მან 223.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $86.4 მილიონით ნაკლებია. 

რაც შეეხება ჯამურად, იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს, ის ასე გამოიყურება:

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $3.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $1.0 მილიარდი აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი $2.46 მილიარდი აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში $1.46 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს. შესაბამისად, ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რა საქონლის ექსპორტის და იმპორტის კლებამ გამოიწვია საგარეო ვაჭრობის შემცირება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა