მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში კრიპტოთაღლიღებმა $103 მილიონი მიითვისეს - CertiK

64633b10e3b47
გიორგი არონია
16.05.23 19:00
581

2023 წლის აპრილში, ფიშინგის, თაღლითური სქემებისა და კიბერშეტევების გამოყენებით თაღლიღებმა $103.7 მილიონის ღირებულების კრიპტოაქტივები მიითვისეს, - ამის შესახებ კრიპტოაუდიტორული კომპანია CertiK-ის ყოველთვიურ ანგარიშში ვკითხულობთ.

როგორც CertiK-ის ანალიტიკოსები წერენ, მიმდინარე წლის აპრილი განსაკუთრებულად დატვირთული იყო რამდენიმე მსხვილი დანაკარგით, რამაც მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში არაკეთილსინდისიერად მითვისებული თანხა, ჯამში, $429.7 მილიონამდე გაზარდა.

მიმდინარე წლის აპრილში, ისევე, როგორც წლის დასაწყისიდან, ყველაზე დიდი მოცულობით თანხა თაღლითებმა ყალბი კრიპტოვალუტებით და DeFi-პროექტებით მიითვისეს, მაგრამ ბოლო დროს, განსაკუთრებით იმატა კრიპტოსესხის გამცემი კომპანიების ბლოკჩეინის დაჰაკვის შემთხვევებმაც.