მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ნავთობის ფასი შესაძლოა წლის მაქსიმუმზე დაფიქსირდეს

57246ca507939
BM.GE
30.04.16 12:26
1301
აპრილში ნავთობის ფასი შესაძლოა წლის მაქსიმუმზე დაფიქსირდეს - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ნიუ-იორკის ფიუჩერსები თვის დასაწყისში 21%-ით გაძვირდა, მათ შორის მიმდინარე კვირაში 6,4%-ით 47 დოლარამდე. ნავთობზე ფასების ზრდა შესაძლოა უკვე სამთვიანი უწყვეტობით დაფიქსირდეს. ეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ ნავთობმოპოვება უკვე მეშვიდე კვირაა შეამცირა და იანვრის მაქსიმუმიდან, EIA-ს მონაცემებით, დღე-ღამეში 300 ათას ბარელამდე ჩამოვიდა.

თავის მხრივ აშშ-ს მარაგები 540,6 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც 100 მილიონი ბარელით მეტია 5 წლის საშუალო მაჩვენებელზე.