მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ქართული ბანკების დეპოზიტები და სესხები შემცირდა - ანგარიში

5ecbd24de858c
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.20 18:15
860
საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ აქვეყნებს სტატისტიკურ ინფორმაციას. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით (2.25%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.32%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.21 მლრდ ლარი შეადგინა.

"ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.35 მლნ ლარით (0.61%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 699.71 მლნ ლარით (3.40%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.13%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.78%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.12 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.12%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.17%-ით მეტი).

2020 წლის აპრილის განმავლობაში 1.84%-ით, ანუ 312.02 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 16.67 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.91 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.69 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია ანგარიშში. 

ამასთანავე, სებ-მა გამოაქვეყნა მიმოხილვა დეპოზიტების მოცულობის შესახებაც, რომლის მიხედვით, აპრილში დეპოზიტების მოცულობაც შემცირდა. 

"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.72%-ით ნაკლები). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 523.02 მლნ ლარით, ანუ 4.02%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.26%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 774.69 მლნ ლარით, ანუ 4.89%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 3.10%-ით)," - ნათქვამია ანგარიშში.