მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საარსებო მინიმუმი 241 ლარამდე გაიზარდა

6281ff3f143b6
მარიამ ვარადაშვილი
16.05.22 11:40
701
აპრილში საარსებო მინიმუმი 241 ლარამდე გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის თანახმად, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი გასულ თვეს 241 ლარს შეადგენდა, წლიურად ეს მაჩვენებელი 38.2 ლარით არის გაზრდილი.

აპრილის საარსებო მინიმუმი გაზრდილია მიმდინარე წლის მარტთან შედარებითაც. მარტში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით ნაკლები იყო.

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.