საქართველოს სატრანზიტო დერეფანში საავტომობილო გადაზიდვები გაიზარდა, თუმცა საბაჟო პუნქტებზე შეფერხებები რჩება.
მხოლოდ აპრილში საქართველოს ტერიტორიაზე 34 021 სატვირთოს გატარება მოხდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ თვეში 6.8 მილიონს გადააჭარბა.
შემოსავლები გაზრდილია წლიურ ჭრილშიც. 2022 წლის 4 თვეში ე.წ "ტრაილერების" გატარებით ბიუჯეტში 23,207,382 ლარის კონტრიბუცია მოხდა, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 3.3 მლნ ანუ 16.8%-ია.
გატარებული სატვირთოების მიერ გადახდილი გზათსარგებლობის საფასური/ 2022 წელი
იანვარი - 26,742 სატვირთო / 5,348,454 ლარი
თებერვალი - 30,493 სატვირთო / 6,098,630 ლარი
მარტი - 24,780 სატვირთო / 4 956 096 ლარი
აპრილი - 34,021 სატვირთო/ 6 804 201 ლარი
გაზრდილ სახმელეთო გადამზიდებზე მოუთითებს საბაჟო - გამშვებ პუნქტებთან არსებული დიდი რიგები. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მხარე სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა მეზობელი ქვეყნების საბაჟო პუნქტებზე გარკვეული სამუშაობი მიმდინარეობს, რის გამოც, მაგალითად, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტი დახურულია და ტვირთნაკადი „კარწახის“ მიმართულებაზეა გადმორთული.
მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“ მაგალითზე ჩანს, რომ მაისში მისი გავლით საქართველოში შემოვიდა 5000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და 9200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გავიდა. შემომავალი ნაკადი წლიურად 233%-ით, გამსვლელი ნაკადი კი 513%-ით არის გაზრდილი.
სატრანსპორტო ნაკადის ზრდაზე მნიშნველოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის მიერ უკრაინაში შეიჭრამ. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც მიდიოდა უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის გავლით, ახლა შუა დერეფანშზე გადაერთო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ