მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსი და ბელარუსი ტურისტებისგან მიიღო

6282280c3687d
ნინო ტაბატაძე
16.05.22 14:52
854
აპრილში საქართველომ ყველაზე მეტი ტურისტული შემოსავალი კვლავ რუსი და ბელარუსი ტურისტებისგან მიიღო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი გასულ თვეში 188.6 მლნ დოლარი იყო, რაც 2022 წლის 4 თვეში ყველაზე მაღალი შემოსავალია. თანხის 34% სწორედ რუს და ბელარუს ტურისტებზე მოდის.

ტოპ 10 ქვეყანა შემოსავლებით / 2022 წლის აპრილი:

• რუსეთი - 36.5 მლნ დოლარი
• ბელარუსი - 28.1 მლნ დოლარი
• ისრაელი - 20.9 მლნ დოლარი
• ევროკავშირი - 20.8 მლნ დოლარი
• უკრაინა - 19.5 მლნ დოლარი
• თურქეთი - 15.0 მლნ დოლარი
• სომხეთი - 7.2 მლნ დოლარი
• აზერბაიჯანი - 6.3 მლნ დოლარი
• ირანი - 5.3 მლნ დოლარი
• საუდის არაბეთი - 0.8 მლნ დოლარი

სულ 4 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 582.3 მლნ დოლარია, 2019 წელთან შედარებით შემოსავლებში აღდგენა 68.8%-ს შეადგენს.

“თიბისი კაპიტალში“ ვარაუდობენ, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 80%-ით აღდგება, თუმცა ზრდა არა ევროპისა და ამერიკის ბაზრებს, არამედ ისრაელის, თურქეთისა და გალფის ქვეყნებში ხარჯზეა მოსალოდნელი.

უფრო მოკრძალებულია მთავრობის პროგნოზი.  ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენა იგეგმებოდა, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 69%-იანი მაჩვენებლით უკვე არის  ტურიზმი აღდგენილი.

"ახლებურად ყალიბდება ტურისტული დარგი. კერძოდ, გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა იზრდება შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების უკეთესად აღდგენა ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა ის ეკონომიკური ზრდა, რაც დაგეგმილი გვქონდა, წლის ბოლომდე შევასრულოთ. მათ შორის ტურიზმის კუთხით”,-განაცხადა დავითაშვილმა.