მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

5ed0ba670d16c
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.20 11:02
1944
საქსტატმა დღეს 2020 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონკრეტული თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია.

2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში,"- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორებში. საქონლის ექსპორტი შემცირდა 28%-ით და $223 მილიონი დოლარი შეადგინა, 39%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 ახალი საწარმო, რაც 93%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 87%-ით შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელიც

დარგი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კლების მიმართულებით, ეს გახლავთ მშენებლობა, შემდეგ მოდის ვაჭრობა, შემდეგ კი დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. აპრილში ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო შეზღუდვების ქვეშ და ან არ ფუნქციონირებდა, ან არასრულად ფუნქციონირებდა"- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ,"- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ბრიფინგი ეკონომიკური ვარდნის ახალ მაჩვენებლებთან დაკავშირებით: