13.მაისი .2022 11:30

აპრილში საქართველოს ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ექსპორტი 10%-ით გაიზარდა
views 702
უკან

საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად აპრილში საქართველოს ექსპორტი წინა წელთან შედარებით $38 მილიონით გაიზარდა და $415.7 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 10%-იან მატებას ნიშნავს. 

საქსტატს ჯერჯერობით არ აქვს დეტალური სტატისტიკა, თუ რა საქონლის ექსპორტი განხორციელდა და რა იყო ექსპორტი ქვეყნების მიხედვით. შესაბამის ანგარიშს უწყება 19 მაისს გაასაჯაროებს. 

აპრილში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა. გასული თვის განმავლობაში საქართველომ იმპორტის გზით $947 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით, ანუ 191 მილიონი დოლარით მეტია. 

2022 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს ექსპორტი $1.58 მილიარდი დოლარი იყო, რაც 33%-იანი ზრდაა. იმპორტი კი 34%-ით $3.66 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.