მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოს ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა

5ebb9e41e8fd4
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.20 11:05
1000
აპრილში საქართველოს ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყენებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა 223.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $86.4 მილიონით (27.9%) ნაკლებია. 

ასევე მკვეთრად არის შემცირებული იმპორტიც, რომელმაც გასული თვის განმავლობაში $458 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით $286.8 მილიონით (38.5%) ნაკლებია. 

რაც შეეხება ჯამურად, იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს, ის ასე გამოიყურება:

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $3.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $1.0 მილიარდი აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი $2.46 მილიარდი აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში $1.46 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს. შესაბამისად, ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რა საქონლის ექსპორტის და იმპორტის კლებამ გამოიწვია საგარეო ვაჭრობის შემცირება.