მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ერთი ტრანზაქცია განხორციელდა

626e5a357f47d
გიორგი თოლორდავა
01.05.22 15:05
1618
გასული თვე საქართველოს საფონდო ბირჟისთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდა - ბირჟაზე მხოლოდ ერთი გარიგება შედგა, რომლის ღირებულებაც 396 ლარია, შესაბამისად, დღიურმა საშუალო ბრუნვამ 19 ლარი შეადგინა.

აპრილში განხორციელებული ერთადერთი ტრანზაქციის ემიტენტი „ლიბერთი ბანკია“.

აღსანიშნავია, რომ გასული წელი საქართველოს საფონდო ბირჟისთვის განსაკუთრებით წარუმატებელი იყო. 2021 წელს ბირჟაზე სულ 104,077 ლარის ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა. მაისში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში კი არცერთი გარიგება არ შემდგარა, შესაბამისად, თვიური საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 25 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიონ დოლარს შეადგენს.