23.მაისი .2020 12:55

აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა

views 398
უკან

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში მოქმედმა ელექტროსადგურებმა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 943 მლნ 796 ათასი კვტ.სთ-ია, გასული წლის აპრილში კი 964 მლნ 445 ათასი კვტ.სთ იყო.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ განახლებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, რომელიც 21 მაისით თარიღდება, საქართველოში 12 მლრდ 763.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებაა ნავარაუდები, რაც 2020 წლის თავდაპირველ პროგნოზზე (13 მლრდ 317,9 მლნ კვტ.სთ) 4.2%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა