მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოში ელექტრომოხმარება 7%-ით შემცირდა

5ec28c57a23ec
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.20 17:37
1234
საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვის ფონზე, 2020 წლის აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცმებით, გასული თვის განმავლობაში მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 940.7 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეადგინა. 2019 წელს მიწოდებული ელექტროენერგია 1011.6 მლნ კილოვატ საათი იყო.

ცალკეული მიმართულებების მიხედვით, ყველაზე მკვეთრია შემცირება სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაში. თავად სადისტრიბუციო კომპანიები კი, მოსახლეობის და მცირე და საშუალო ბიზნესების სრული უმრავლესობის ენერგოუზრუნველყოფით არიან დაკავებული. ჯამურად, დისტრიბუტორებზე მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 716,2 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა ეს 2019 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

გაზრდილია პირდაპირი მომხმარებლების (იმ მსხვილი საწარმოების, რომელთაც პირდაპირი მომხმარებლის იურიდიული სტატუსი აქვთ) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 222,8 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით 55%-ით მეტია.

თუმცა, ამ მიმართულებით ელექტროენერგიის მოხმარების მატება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ 2020 წლის აპრილში ბევრად მეტი კომპანია მოიხმარდა ელექტროენერგიას სწორედ პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით, ვიდრე 2019 წლის აპრილში. კერძოდ კი 2019 წლის აპრილში 4 კომპანიას უფიქსირდებოდა პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით ელექტროენერგიის შესყიდვა. 2020 წელს კი, ამ კომპანიების რაოდენობა 12 იყო.