საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის აპრილის მდგომარეობით ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით რეკორდული რაოდენობის, 308.1 მლნ დოლარი [944.8 მლნ ლარი] შემოვიდა. აღსანიშნია, რომ ფულადი გზავნილები წლიურად 114.1 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც 59%-იანი ზრდაა.
სებ-ის ცნობით, ევროკავშირის წილმა აპრილის ფულად გზავნილებში 27.07% შეადგინა, რაც 83.4 მლნ დოლარი იყო.
რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტი თანხა, თითქმის 133 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, წლიური ზრდა 298.77%-ია. შემდეგ მოდის იტალია 33.4 მლნ დოლარით, იტალიიდან გზავნილები წლიურად 5.27%-ით გაიზარდა. მესამე ადგილს აშშ იკავებს 25.02 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდა კი 0.58%-ს შეადგენს.
ამასთან, 2022 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.4 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აპრილის (25.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.
ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
1 რუსეთის ფედერაცია - $133 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 299%
2 იტალია - $33 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%
3 აშშ - $25 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1%
4 ყაზახეთი - $20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 705%
5 საბერძნეთი - $19 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -14%
6 ისრაელი - $16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%
7 გერმანია - $12 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 37%
8 თურქეთი - $8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -16%
9 აზერბაიჯანი - $5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -45%
10 ესპანეთი - $5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8%
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი