მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოში რუსეთის 33,556 მოქალაქე შემოვიდა, ზრდა 294%-ია

627228120ffd8
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.22 11:18
1294
აპრილის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 33,556 მოქალაქე ჩამოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 294%-ით მეტია. შედეგად, რუსეთი მთლიან ვიზიტორთა ადგილში მეორე ადგილზეა.

მკვეთრად არის გაზრდილი ნაკადი ბელარუსიდანაც, საიდანაც აპრილში 7,507 მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში, რაც წინა წელთან შედარებით 413%-ით მეტია.

აპრილის განმავლობაში უკრაინის 13,018 მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში, რაც ასევე 113%-ით არის გაზრდილი. 

აპრილის განმავლობაში საქართველოში 214,644 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 160%-ით არის გაზრდილი.

ვიზიტორთა ნაკადი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1 თურქეთი - 35,959 მოქალაქე, მატება წინა წელთან 70%
2 რუსეთი - 33,556 მოქალაქე, მატება წინა წელთან 294%
3 სომხეთი - 32,228 მოქალაქე, მატება წინა წელთან 287%
4 საქართველო (არარეზიდენტი) - 20,936 მოქალაქე, მატება წინა წელთან 154%
5 ისრაელი - 15,709 მოქალაქე, მატება წინა წელთან 56%
6 უკრაინა - 13,018 მოქალაქე, მატება წინა წელთან 120%
7 აზერბაიჯანი - 11,360 მოქალაქე, მატება წინა წელთან 115%
8 ბელარუსი - 7,507 მოქალაქე, მატება წინა წელთან 413%
9 ყაზახეთი - 6,032 მოქალაქე, მატება წინა წელთან 268%
10 ირანი - 5,994 მოქალაქე, მატება წინა წელთან 485%
11 უზბეკეთი - 3,291 მოქალაქე, მატება წინა წელთან 21%
12 გერმანია - 2,787 მოქალაქე, მატება წინა წელთან 324%
13 პოლონეთი - 2,087 მოქალაქე, მატება წინა წელთან 688%
14 აშშ - 2,013 მოქალაქე, მატება წინა წელთან 210%
15 ინდოეთი - 1,964 მოქალაქე, მატება წინა წელთან 255%

აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა, ნაკადი ასე ნაწილდება:

სახმელეთო - 127,068 ვიზიტორი, ზრდა 162,2%
საჰაერო - 85,469 ვიზიტორი, ზრდა 157,5%
სარკინიგზო - 1,041 ვიზიტორი, ზრდა 339,2%
საზღვაო - 1,066 ვიზიტორი, ზრდა 66,8%.