03.მაისი.2016 13:34
ეკონომიკა

აპრილში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

აპრილში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა
საქართველოში აპრილში ვიზიტორების რაოდენობა 17,2%-ით გაიზარდა და 462 480 ვიზიტი შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, აქედან ტურისტების რაოდენობამ - 171 235 ვიზიტი შეადგინა, რაც საერთო რაოდენობის 37%-ია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
 
ტრანზიტების რაოდენობა 107 500 ვიზიტით განისაზღვრა, რაც საერთო რაოდენობის 23,3%-ია, მატებამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13,5% შეადგინა.

სხვა ტიპის ვიზიტებმა 183 745 შეადგინა, რაც საერთო რაოდენობის 39,7%-ია, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,8%-ია.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 596 916 ვიზიტი განხორციელდა, რაც 15,4%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2016 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ იტალია, ლატვია და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 25% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%) და უზბეკეთი (64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსია (36%) და მოლდოვა (36%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.

19.ივლისი.2019 15:00
6

დღგ-ის ნაწილში მოსალოდნელი ცვლილებებს მიმოხილვა - გელა ბარშოვი

ვრცლად
19.ივლისი.2019 14:55
21

ბიზნეს გაერთიანებები: სებ-ი ფორვარდული გარიგებების დადებას გვირჩევს

ვრცლად
19.ივლისი.2019 14:35
66

დამსაქმებელთა ასოციაცია: შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება მძიმედ აისახება რეგიონებზე

ვრცლად
19.ივლისი.2019 13:54
152

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:32
88

მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან 52% ნეგატიურად, 33% კი დადებითად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:30
124

IRI - მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ვრცლად