მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 18%-ით გაიზარდა - Colliers International

60a3beb19d8fa
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.21 22:35
745
Colliers International-ის უძრავი ქონების მიმოხილვის სპეციალურ გვერდზე recov.ge-ზე საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია განახლდა, რომლის მიხედვით თბილისში, 2021 წლის აპრილში საცხოვრებელი ბინების 3 103 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია.

მიმოხილვის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 16%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 140 მლნ დოლარი შეადგინა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის აპრილში საჯარო რეესტრი არ მუშაობდა.

„2021 წლის აპრილში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2 049 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა.

2021 წლის აპრილში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 17%-ით, 45 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 21%-ით შემცირდა. პრემიუმ სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 39%-იანი ზრდა განიცადა“, - წერია recov.ge-ზე.