მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% - შეფერხდა - კვლევა

5eb94c4bd0ad8
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.20 17:42
1276
„კუშმან & ვეიქფილდის“ Covid-19-დან გამომდინარე უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით აპრილში, მიმდინარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი -  შეფერხდა.

როგორც კვლევის შედეგებშია ნათქვამი, ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერების გათვალისწინებით, მთავარ გამოწვევად პროექტების ჩაბარების ვადების დარღვევა სახელდება.

„აპრილში, მიმდენარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი - შეფერხდა. რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, გამოკითხულთა 67%-მა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტების შესრულების დაწყება მინიმუმ სამი თვით ან უფრო რეალისტურად 1 წლით გადავადდა. ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო, კონცეპტუალური დაგეგმარების ეტაპზე რჩება.

ფინანსური სირთულეები განსხვავებულად აისახა სხვადასხვა დეველოპერზე. ჩვენი კვლევის მონაწილეთა შორის არიან ისეთი კომპანიები, რომლებმაც მიმდინარე კრიზისის ფონზე ნაკლებად იზარალეს. ამ კომპანიებმა საახალწლო პერიოდში სპეციალური გაყიდვების კამპანია აწარმოეს. შესაბამისად, პანდემიის გამოცხადებამდე მათ მშენებარე პროექტებში არსებული საცხოვრებელი ფართების დიდი ნაწილი გაყიდეს.

გაყიდვების შემცირების გარდა, დეველოპერთა ნაწილმა შემოსავლის კლების მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაასახელა. ფინანსური ვალდებულების მქონე კომპანიებმა საშეღავათო პერიოდი მოითხოვეს თვიური გადასახადების გადავადების მიზნით. კვლევის მეორე ეტაპზე, დეველოპერებმა დაიწყეს ონლაი გაყიდვებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარი: ონლაინ გაყიდვების გუნდი აქტიურ კომუნიკაციაშია პოტენციურ კლიენტთან, თუმცა კლიენტს არ აქვს საშუალება სასურველი ბინა ადგილზე ნახოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს, ამიტომ ის იძულებულია ბინა პირდაპირ ვირტუალურად შეიძინოს”, - ნათქვამია კვლევაში.