მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 72 მლნ ლარით, 557 მლნ ლარამდე გაიზარდა

6296332d61d46
BM.GE
31.05.22 19:29
1142
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის აპრილში საქართველოს საბანკო სისტემაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 72 მლნ ლარით გაიზარდა და ის 557 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ქვეყანაში მთლიანად საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 42.6 მილიარდ ლარს აღწევს, რომელთან მიმართებითაც ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მხოლოდ 1.3%-ია. შესაბამისად, ქვეყანაში კრედიტების 1.3% არის ვადაგადაცილებული, რაც საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

"აპრილის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 72.4 მლნ ლარით გაიზარდა და 557.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.3 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა 237.5 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 42.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. საკრედიტო პორტფელის კლება ძირითადად კურსის გამყარების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლების კლებამ განაპირობა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 7.7 პროცენტი შეადგინა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 17.9 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 88.9 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 50.7 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 42.1 პროცენტს შეადგენდა,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.