მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში წლიურად 3%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ხელფასი აქვს - PMC

628cc2346f55e
მარიამ ვარადაშვილი
24.05.22 15:36
1831

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აპრილში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, წლიურად 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელთაც 0-დან 600 ლარამდე ყოველთვიური ხელფასი ჰქონდათ, ხელფასის მიმღებთა 23% შეადგინა, რაც წლიურად  2.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. კვლევითი ორგანიზაცია უშუალოდ ხელფასის მიმღებთა რაოდენობრივ მაჩვენებელს არ აქვეყნებს და მხოლოდ პროცენტულ ცვლილებაზე მიუთითებს. 

მათივე ცნობით, 2022 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18%- ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 

გასული წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. 

2021 წლის მეოთხე კვარტალში ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომელთაც ხელფასი აიღეს, 916 ათასი იყო. მათგან 0-დან 600-ლარამდე ხელფასი 228 ათას ადამიანს ჰქონდა. ყველაზე მეტ ადამიანს, 266 ათას 1201-2400 ლარამდე ჰქონდა. 

კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ დაახლოებით 1.4 მლნ ადამიანი შეადგინა, მათგან 1.2 მლნ დასაქმებული იყო. უმუშევართა რაოდენობამ 289.6 ათასი შეადგინა.