PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აპრილში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, წლიურად 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელთაც 0-დან 600 ლარამდე ყოველთვიური ხელფასი ჰქონდათ, ხელფასის მიმღებთა 23% შეადგინა, რაც წლიურად 2.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. კვლევითი ორგანიზაცია უშუალოდ ხელფასის მიმღებთა რაოდენობრივ მაჩვენებელს არ აქვეყნებს და მხოლოდ პროცენტულ ცვლილებაზე მიუთითებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18%- ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
გასული წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
2021 წლის მეოთხე კვარტალში ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომელთაც ხელფასი აიღეს, 916 ათასი იყო. მათგან 0-დან 600-ლარამდე ხელფასი 228 ათას ადამიანს ჰქონდა. ყველაზე მეტ ადამიანს, 266 ათას 1201-2400 ლარამდე ჰქონდა.
კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ დაახლოებით 1.4 მლნ ადამიანი შეადგინა, მათგან 1.2 მლნ დასაქმებული იყო. უმუშევართა რაოდენობამ 289.6 ათასი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ