მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქ 10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ბიუჯეტში 300-500 მილიონს ვიხდით - „ელიავას ბაზრობა“

5fe7075371e7f
თელარა გელანტია
26.12.20 13:50
1197
„მოგვეცით მუშაობის უფლება“ - ეს არის მთავარი მოთხოვნა, რითაც შპს „სავაჭრო ცენტრი დიდუბე“, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის 7 ჰექტარ მიწის ფართობზე (სულ ე.წ. „ელიავას ბაზრობას“ უჭირავს 15 ჰა) განლაგებულ სავაჭრო ობიექტებს, უწყებათაშორის საბჭოს და მთავრობას მიმართავს.

ღია წერილში საუბარია იმაზეც, რომ ამ სივრცეში დარეგისტრირებულია ათასობით იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელთაც 10 ათასზე მეტი ადამიანია ჰყავთ დასაქმებული და მათი ბიზნეს საქმიანობიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 300-500 მილიონ ლარი მიემართება. „ე.წ. ელიავას ბაზრობაზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს, გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა უდიდესი სოციალური დატვირთვაც გააჩნია. აქ დასაქმებული ადამიანები, რომელთა უმრავლესობა მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან, და მათი ოჯახები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ვინც ფიზიკური გადარჩენის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა პანდემიის პირობებში“, - აღნიშნულია წერილშია.

გარდა ამისა, რომ როოგრც ბაზრობის ადმინისტრატორი ახადებს, ის მდგომარეობა, რომელშიც ბოლო დღეებია აღმოჩნდნენ, ტერიტორიაზე დასაქმებულ ადამიანებში იწვევს უსამართლობის განცდას.

„უწყებათაშორის კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ფუნქციონირებს ყველა სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი, სამშენებლო მასალებით და მეორადი ავტო-ნაწილებით მოვაჭრე ობიექტები, ავეჯის ცენტრები და მაღაზიები. ყველას მიეცა უფლება გაეახლებინა სამუშაო პროცესი, გარდა ე.წ. ელიავას ბაზრობისა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სავაჭრო პროცესის ნაწილი მიმდინარეობს ღია სივრცეში. ბაზრობას უკავია 15 ჰა ფართობი და მომხმარებლის სიმჭიდროვე ამ სივრცეში, ბუნებრივად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამ სივრცეში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარით აშენებული, „მოლის“ ტიპის დახურული სავაჭრო ობიექტები და ჩვენ ვერანაირად ვერ ვუხსნით აქ დასაქმებულ ადამიანებს, თუ რატომ არის შესაძლებელი მუშაობის უფლება მიეცეთ იგივე პროფილის სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტებს, ხოლო ისინი მოკლებული იყვნენ ამ უფლებას და იმყოფებოდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში თავიანთ უშუალო კონკურენტებთან შედარებით.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ წინ გვხვდება „ხელოვნურად“ შექმნილი ბარიერი ჩვენი ბიზნესის განვითარების საქმეში, რაც ჩვენს დიდ გაკვირვებას იწვევს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს და მმართველ პარტიას ცალსახად აქვს განცხადებული ქართული ბიზნესის განვითარებისათვის მაქსიმალური მხარდაჭერა“, - ნათქვამია ღია წერილში.