მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება უკვე შესაძლებელია

5fe09d03e401b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 17:20
716
თიბისიში სესხით სარგებლობა უკვე იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, რომლებსაც სახელფასო ჩარიცხვები არ უფიქსირდებათ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, თუ მომხმარებელი საზღვარგარეთიდან გზავნილს სტაბილურად იღებს, შესაძლებლობა აქვს, უმოკლეს დროში დაიმტკიცოს სესხი და ის საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენოს.

ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად, სარემონტო ხარჯების დასაფარად, სწავლის დასაფინანსებლად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და სხვა.

„ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილის არანაკლებ ხუთი ჩარიცხვა უნდა უფიქსირდებოდეს.
სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 18.5%-დან იწყება, რაც შეეხება დაფარვის ვადას, ის სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 4-დან 15 წლამდე განისაზღვრება“, - აცხადებენ თიბისიში.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-secured-by-remittance-campaign
(R)