08.აპრილი .2021 18:44

„აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება“ - თბილისის მერის მიმართვა

„აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება“ - თბილისის მერის მიმართვა
views 1629
უკან

თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესა და „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელთან ერთად, რომელიც ვაშლიჯვარში გააქტიურებულ მეწყრულ ზონაში საინჟინრო სამუშაოებს ახორციელებს, აღნიშნული ტერიტორია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

კახა კალაძემ დაინტერესებულ სპეციალისტებს, რომელებიც მეწყრული პროცესების შესწავლისა და მათი მართვის პროცესში ჩართულობის სურვილს გამოთქვამენ, თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არეულობას ფერდობზე ვერ დაუშვებს.

„არავის წინააღმდეგ არ გამოვდივართ. როდესაც იტყუები, მოსახლეობა შეგყავს შეცდომაში და პანიკას თესავ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. კვლევის სამუშაოების ჩატარება თუ გინდათ, ჩაატარეთ, ოღონდ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება. ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თუ გინდათ, იყოთ თანამონაწილე და ჩაატაროთ კვლევები, უნდა გვაჩვენოთ, რა კვლევებს ატარებთ და რა აპარატურას იყენებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.