30.აპრილი .2020 10:00

„აქაც ცინიზმი“ - რის გამო აკრიტიკებს "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი მთავრობას?

views 1425
უკან

კომპანია "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი სოციალაურ ქსელში მთავრობას აკრიტიკებს. Bm.ge ბიზნესმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მთავრობამ 31 მარტს გააჩერა ეკონომიკა, მხოლოდნ 70-მდე კომპანიას მისცა მუშაობის გაგრძელების უფლება, (დღემდე გაუგებარია, კონკრეტულად, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს კომპანიები), 1 კვირის დაგვიანებით გამოაქვეყნა რეგისტრაციის მექანიზმი იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების სურვილი ექნებოდა, ასობით კომპანიამ შეიტანა განაცხადი, შეამოწმეს ბევრი კომპანია, მათმა 80%-მა დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, თუმცა არცერთ მათგანს დღემდე არ მისცემია მუშაობის გაგრძელების უფლება. გუშინ კი ვიგებთ, რომ თურმე კომპანიების რეგისტრაციის ახალი მექანიზმი შეუმუშავებიათ და ახლა ამ გზით უნდა ვეცადოთ მუშაობის გაგრძელების უფლების მოპოვება.

ამასობაში, გავიდა მთელი აპრილის თვე. ახლა მითხარით, როგორ უნდა გადაიხადონ კომპანიებმა აპრილის თვის ხელფასები, როცა მათი შემოსავალი არის 0 ლარი?

P.S. თურმე აქვე ირკვევა, რომ მთავრობის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის ათვლა ბევრი კომპანიის მაგალითზე პრაქტიკულად იწყება მხოლოდ მაისიდან. აქაც ცინიზმი: ადამიანებს მარტი-აპრილიდან შემოსავლის მიღების საშუალება მოუსპე და საშუალო ხელფასზე 5-ჯერ ნაკლებ თანხას აძლევ, ისიც მხოლოდ მაისიდან”, - წერს თამაზ დაუშვილი.