მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქამდე მიგრანტების ექსპორტიორები ვიყავით, ახლა იმპორტიორები გავხდით - ასათაშვილი

6336f1143ea3b
BM.GE
30.09.22 18:05
547
"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ თუ აქამდე საქართველოს მოქალაქეები ტოვებდნენ ქვეყანას და ემიგრაციაში მიდოდნენ, ახლა პირიქით, საქართველო იღებს მიგრანტებს. საკითხზე ვატო ასათაშვილმა BMG-ს გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში განაცხადა. 

“უპირველეს ყოვლისა, მიგრანტისა და ტურისტის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. საქართველოში მიგრაციის პრეცედენტი არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მიგრანტების ექსპორტიორები და ახლა იმპორტიორები გავხდით. ამიტომ, ჯერჯერობით საზოგადოებაში პოზიტიური მოლოდინია, რადგან უცხო ქვეყნიდან ნებისმიერი შემომსვლელი პოზიტიური ჩვენთვის მოვლენაა.

იმედგაცრუება დაახლოებით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დაიწყება, რადგან ჯერ არ ვიცით ქვეყანაში რა ოდენობის ადამიანები დარჩებიან. იქნება ეს 50-100 ათასი თუ ამაზე ნაკლები, ამის პროგნოზირება რთულია. ფაქტია, რომ მათი დიდი რაოდენობა ქვეყნიდან გავა და საქართველოს ტრანზიტად გამოიყენებს, თუმცა ნაწილი დარჩება”,-განაცხადა ასათაშვილმა.