მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქცენტი უნდა გავაკეთოთ ისეთ ღვინოზე, რომელიც მაღალ საფასო სეგმენტში იქნება“

61471c21b7dbc
თათია ჩაფიჩაძე
20.09.21 09:00
1121
„იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანამ მარკეტინგული კამპანია მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე უნდა გააქტიუროს.

მეღვინე bmg-თან საუბრისას „გალტ ენდ თაგარტის“ იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში ღვინის წარმოების ბაზარზე საქართველო მე-19 ადგილს იკავებს და 27-ჯერ ჩამორჩება TOP-ღვინის მწარმოებელ ისეთ ქვეყანას, როგორიც იტალიაა.

„ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ისეთ ღვინოზე, რომელიც მაღალ საფასო სეგმენტში იქნება, განსაკუთრებით ისეთ ბაზრებზე, რომელიც მაღალმსყიდველუნარიანია და სადაც დიდია ღვინის კულტურა, ასეთია ევროპის და ამერიკის ბაზარი. თუ მასიური ღვინოების ფასი საშუალოდ 2- 2.5 დოლარია, ნატურალური ქვევრის ღვინო, რომელიც გამოარჩევს ქართულ ღვინოს, 3-4ჯერ ძვირია და მისი გაყიდვებიც მზარდია.

ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც არის ახალი ღვინის ქვეყნები - ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა ან ჩილე, ამიტომ ვთვლი, რომ არ შეგვიძლია დიდი წარმოება გვქონდეს, ორიენტირება უნდა გვქონდეს მაღალ საფასო სეგმენტზე და უნდა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის და განსხვავებული ღვინო. სჯობს, ცოტა ვაწარმოოთ და მაღალ ფასად გავყიდოთ“, - აცხადებს ბიტარიშვილი.