03.ივლისი .2022 20:31

აქცია #შინევროპისკენ დაიწყო - „სამოქმედო გეგმას ღამის 12:00 საათზე გამოვაცხადებთ“

აქცია #შინევროპისკენ დაიწყო - „სამოქმედო გეგმას ღამის 12:00 საათზე გამოვაცხადებთ“
views 563
უკან

პარლამენტის წინ აქცია #შინევროპისკენ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

როგორც tv “პირველთან“ ინტერვიუში მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა,
სამოქმედო გეგმას ღამის 12:00 საათზე გამოაცხადებენ ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურება.

„ოცნებას“ ხვალიდან ელოდება შეწუხება.... შევუქმნით დისკომფორტს...“ - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

"მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. არ დავიღლებით" - მიმართა აქციის მონაწილეებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ. 

პარლამენტის წინ მოქალაქეების შეკრება გრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი ნაწილი დღეს ღამე რუსთაველის გამზირზე დარჩება.