26.იანვარი .2021 15:37

აქცია #სოცაფეთქება დაიწყო

აქცია #სოცაფეთქება დაიწყო
views 264
უკან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 24 იანვარს დაწყებული საპროტესტო აქცია #სოცაფეთქება განახლდა.

აქციას სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმომადგენლები უერთდებიან. მათ მთავარ მოთხოვნას შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენს. აქციის მონაწილეთა კონკრეტული ჯგუფი სიმბოლურად გასაყიდი საქონლით და ბამბის ნაყინის აპარატით მივიდა.



პარალელურად კი, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკურ გუნდის, ეპიდემიოლოგების და შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. სამართალდამცავებს კანცელარიის შენობასთან ე.წ. ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართეს, სადაც ეკონომიკის გახსნის 5-პუნქტიანი გეგმა იყო გაწერილი.