26.ნოემბერი .2019 10:36

აქციის დაშლის შედეგად 4 პირი დაშავდა - როგორ განმარტავს ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს

views 211
უკან

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „რუსთაველზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილი ბარიერების მოშლის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 4 ადამიანს დასჭირდა“.

ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც bm.ge უცვლელად ავრცელებს.

„რუსთაველზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილი ბარიერების მოშლის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 4 ადამიანს დასჭირდა. ერთ-ერთ აქციის მონაწილეს დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში უტარდება. „ამტელ ჰოსპიტალში“ შეყვანილ აქციის მონაწილეს კი, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ერთი პირი კი, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: სს-მ საპროტესტო აქცია კიდევ ერთხელ დაშალა. დაკავებულია 28 პირი.