მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციზი თუ განახევრდება, საწვავზე არსებული ფასი 25 თეთრით შემცირდება - "სენტა პეტროლიუმი"

620e745e9683b
ანუკა ჯოხაძე
20.02.22 00:12
3288
აპირებს თუ არა მთავრობა საწვავზე აქციზის შემცირებას ან ნავთობკომპანიებისთვის სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რაც საწვავზე ფასის შემცირებას გამოიწვევს? - ეს კითხვა ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაუსვეს. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ სცემს, თუმცა აცხადებს, რომ თუ საწვავის ფასი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზრდება, სახელმწიფო ადექვატურად იმოქმედებს.

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობზე მაღალი ფასის გამო ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავზე ფასის ზრდის შეჩერების ერთადერთ მექანიზმად დღეს სწორედ აქციზის განაკვეთის შემცირება მიაჩნიათ. კომპანია “სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ თუ საწვავზე აქციზი განახევრდება, ბაზარზე არსებული ფასები 25 თეთრით მაინც შემცირდება.

“ერთადერთი ბერკეტი, რომ საწვავზე ფასის შემცირება მოხდეს, ეს არის აქციზის მოცულობის შემცირება. თუმცა ადრეც ვამბობდი და დღესაც ვიტყვი, რომ ამას ორი მხარე აქვს. ეს ერთი მხრივ, გააიაფებს საწვავის ფასს, თუმცა მეორე მხრივ, შეამცირებს ბიუჯეტში შემოსავლებს. ეს კარგად ასაწონ-დასაწონია. გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა შეიძლება დათვლა, რომელი მიმართულებით უფრო სწორი და დროული იქნება დღეს წასვლა. საწვავზე აქციზი რომ განახევრდეს არსებული ფასი 25 თეთრით შემცირდება”, -აცხადებს “სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.