მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციზიდან და დღგ-დან ბიუჯეტში 5 მლრდ შედის, ამით ბევრ პრობლემას ვუგვარებთ მოსახლეობას - დეპუტატი

609d0b1c550c9
ინგა მურუსიძე
13.05.21 16:41
2768
პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას შეფასებით საქართველო, თავისი საგადასახადო მოდელით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. რაც შეეხება ბიუჯეტში აქციზიდან და დღგ-დან შემოსულობებს, აღნიშნული თანხები სოციალურ უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე მიიმართება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, სწორედ აქციზის გადასახადით და დღგ-თი მოსახლეობის ბევრი პრობლემა გვარდება.

„მინდა შევახსენო ოპოზიციას, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის და აქციზის ნაწილში ბიუჯეტში ჯამში 5 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული და ჩვენ 2021 წლის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე სწორედ ეს თანხა გვაქვს ჩადებული. შესაბამისად, ჩვენ რომ გვაქვს აქციზი და დღგ, სწორედ ამით ბევრ პრობლემას ვუგვარებთ ჩვენ მოსახლეობას.

რაც შეეხება გადასახადებს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველაზე მსუბუქი საგადასახადო კუთხით. სამეულში ვართ თავისი ესტონური მოდელით, მათ შორის. მოგების გადასახადი საერთოდ გაუქმებული გვაქვს თუ რეინვესტიციას აკეთებს. აქედან გამომდინარე, პირადად ვისურვებდი, რომ "ნაციონალებმა" ხომ დაიხსენით თავი მიხეილ სააკაშვილისგან, მათ შორის იქნებ რომან გოცირიძეც დაიხსნათ, იმიტომ, რომ აკადემიური კაცია და იცის. უბრალოდ პოლიტიკური ამბების გამო არასწორ რელსებზე გავიდა. მას ესმის საგანი და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას უფრო გაგაძლიერებთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.