მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიურად ვაგრძელებთ ახალი საექსპორტო ბაზრების ძიებას - სავაჭრო-სამრეწველო პალატა

5e2f1427c5aed
BM.GE
27.01.20 23:10
960
სავაჭრო-სამრეწველო პალატას ორი დიდი უპირატესობა გააჩნია - წევრების 80% არის მცირე და საშუალო ბიზნესი რეგიონებში და პალატა მსოფლიოში არსებული პალატების გლობალური ქსელის წევრია, რაც თავისთავად ბევრ შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე პაპიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია - ერთი მხრივ, მთავრობის ფუნქციების გამტარებელი, მეორე მხრივ კი, ბიზნესის ინტერესებს წარმოადგენს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ალექსანდრე პაპიაშვილი პალატის საქმიანობის 2019 წლის საგარეო მიმართულებასაც აფასებს და აცხადებს, რომ გასულ წელს არა ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. გამოსარჩევია DCFTA საინფორმაციო ცენტის პროექტი, რომელიც 2019 წელს დასრულდა, თუმცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაცია პალატამ სერვისად დანერგა. პროექტის ფარგლებში რეგიონების მასშტაბით, 120-ზე მეტი ტრენინგი და 6000-ზე მეტი კონსულტაცია, გამოკითხულ მეწარმეთა საჭიროებების შესაბამისად ჩატარდა.

"მიმდინარე წელსაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ახალი საექსპორტო ბაზრების ძიებას. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას პალატას რამდენიმე მიმართულება აქვს. ერთ-ერთი პრიორიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციაა. ვგეგმავთ, ისეთი ბიზნეს ფორუმების ჩატარებას, სადაც დამსწრე კომპანიები ერთმანეთის შესაბამისი ინტერესების მიხედვით შეირჩევიან, რათა გავზარდოთ წარმატებული მოლაპარაკების შანსი. ასევე, თებერვლის თვეში იგეგმება ემირატებში ვიზიტი, სადაც პალატის წარმომდგენლები ქართველ მწარმოებლებთან ერთად, ბიზნესის ინტერესების შესაბამისად შეხვედრებს გამართავენ’’.

ალექსნადრე პაპიაშვილი ქვეყნის განვითარების პროცესში თავისუფალი ვაჭრობების ხელშეკრულებათა მნიშვნელობაზე, ახალი, ნიშური პროდუქტების აღმოჩენაზე, ასევე ევროკავშირისა და ჩინური ბაზრის სპეციფიკაზეც საუბრობს, რომელიც მისივე განმარტებით, ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული.