მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან - დარჩიაშვილი

629dfff1a2dc2
მარიამ ვარადაშვილი
06.06.22 17:20
514

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე ქვეყნებთან მუშაობს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში აქვთ კონკრეტული ხედვები და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ ხვალინდელ დღეზე”,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. მთავრობამ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.