მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიური მკურნალობით გარდაცვალების შემთხვევების შემცირებას მივაღწიეთ - ცერცვაძე

623c56f0410a1
მარიამ ვარადაშვილი
24.03.22 16:11
767
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირება სწორი მკურნალობის შედეგია.

“სულ ვაცხადებდით, რომ მაქსიმალურად ვიყენებთ კოვიდის პროაქტიურ მკურნალობას ბინაზე და კლინიკებში, რათა ავადმყოფების დამძიმება და რეანიმაციაში მოხვედრა არ მოხდეს, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები მინიმალური იყოს. ამისთვის ვიყენებდით ყველაზე ეფექტიან მედიკამენტებს, როგორებიც არის რემდესივირი; ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი და სხვა. ეს თავის დროზე მყისიერ შედეგს ვერ გამოიღებდა. იცით, რომ 70-80 დღიური გარდაცვალების შემთხვევები გვქონდა, რაც ძალიან დიდი ტკივილი იყო მთელი ქვეყნისთვის და მათ შორის ჩვენთვის. ასეთი აქტიური მკურალობით მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვლების შემთხვევები შემცირდა და დღეს 10-ის ფარგლებშია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ნაკლებად ვაქცინირებული ქვეყანაა, ანუ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა არ ვართ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა,”-აცხადებს ცერცვაძე.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე Covid-19-ს ჯამში 16 688 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში კი გარდაცვალების 7 შემთხვევა იყო.